მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს

დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იწყებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. მთლიანად განადგურებულია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე სამსახურში "ტასს" უთხრეს, რომ ხანძარი გამოიწვია მოკლე ჩართვამ და ცეცხლის გაჩენის შემდეგ მოხდა გაზის ბალონების აფეთქება. ამასთან, სააგენტო "რია ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი შესაძლოა, მიზანმიმართულად გააჩინეს. OBI იმ უცხოურ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი არ თქვეს რუსეთში საქმიანობის გაგრძელებაზე. ...
წყარო

Nati

თბილისი
  • 11 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 18 დღის წინ

Ada

თბილისი
  • 5 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 16 თვის წინ

Nino

ქუთაისი
  • 4 თვის წინ

Lında

ბათუმი
  • 10 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ekako

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kely trans

ბათუმი
  • 11 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 2 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 5 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 16 თვის წინ